რეგისტრაცია
ბილეთების შესაძენად გთხოვთ დარეგისტრირდეთ და შეიყვანოთ შესაბამისი ინფორმაცია (ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია მომხმარებელი). ყურადღება მიაქციეთ გვარის, სახელისა და პირადი ინფორმაციის სისწორეს, რაც აუცილებელი პირობაა მგზავრის მატარებელში დასაშვებად.
ყურადღება მიაქციეთ ელექტრონული ფოსტის სისწორეს, რადგან ამ მისამართზე გამოიგზავნება ინფორმცია შეძენილი ბილეთების შესახებ
პარამეტრების დაფიქსირების შემდეგ გთხოვთ გაეცნოთ „მოხმარების წესებს“ და თანხმობის შემთხვევაში მონიშნეთ შესაბამისი უჯრა,რის შემდეგაც რეგისტრაციისთვის აჭერთ ღილაკს
ბილეთის შეძენა
ვებ-გვერდის საშუალებით შესაძლებელია საქართველოს რკინიგზის ადგილობრივი მსვლელობის სამგზავრო მატარებლებზე ყველა სახის ელექტრონული სამგზავრო დოკუმენტების შეძენა ნებისმიერი მიმართულებით, როგორც სრული, ასევე საბავშვო და სტუდენტური ტარიფით. აღნიშნული სერვისი ფასიანია და დადგენილია სს ”საქართველოს რკინიგზის” მიერ. სერვისის ღირებულება თითოეულ ბილეთზე შეადგენს 1 ლარს.
ვებ-გვერდის მეშვეობით შეგიძლიათ შეიძინოთ მხოლოდ ელექტრონული სამგზავრო დოკუმენტი, რომლის შეძენისას მგზავრს ენიჭება შესყიდვის კოდი, რომელიც უნდა წარუდგინოს გამცილებელს, პიროვნების დამადასტურებელ საბუთთან ერთად. ყურადღება!!! ვადაგასული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით მგზავრები მატარებელში არ დაიშვებიან!!! ერთი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით შესაძლებელია მაქსიმუმ 8 ბილეთის შეძენა ერთი მიმართულებით.
თავისუფალი ადგილების მოსაძებნად თანმიმდევრობით შეიყვანეთ ველებში მითითებული ინფორმაცია. ასევე შესაძლებელია აირჩიოთ ორი მიმართულებით ბილეთის შეძენა "ორი გზა"
ზემოთ აღნიშნული პარამეტრების მითითების შემდეგ აჭერთ ღილაკს „ძებნა“, რის შედეგადაც მოგეწოდებათ თქვენს მიერ მითითებული მონაცემების მიხედვით ყველა შესაძლო ვარიანტი თავისუფალი ადგილების გათვალისწინებით და სრული ბილეთის ტარიფით
ინფორმაციის გაცნობის შემდეგ უნდა მონიშნოთ სასურველი მატარებელის ველი , თუ ინფორმაცია არ შეესაბამება თქვენს მოთხოვნას დააჭირეთ ღილაკს „ძებნა“ და შეცვალეთ თქვენს მიერ მითითებული მონაცემები
მატარებელის ველის მონიშვნის შემდეგ, თუ ვაგონზე გათვალისწინებულია დამატებითი მომსახურეობა, ღილაკზე "აირჩიეთ დამატებითი მომსახურეობა" დაჭერისას, ჩამოშლილ სიაში, შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი მომსახურეობა, შემდეგ უთითებთ სრული ადგილების რაოდენობას, საბავშვო ადგილების რაოდენობას. გაითვალისწინეთ, რომ დამატებითი მომსახურეობა გავრცელდება ყველა ადგილზე , რისი კორექტირებაც შეგეძლებათ შემდგომში მგზავრებზე ინფორმაციის შევსებისას. რაოდენობების შევსების შემდეგ დააჭირეთ ღილაკს "მგზავრთა ინფორმაციის შევსება"
ბილეთების შესაძენად განსაზღვრული დრო არის 10 წუთი. იმ შემთხვევაში, თუ სრულ ელექტრონულ სამგზავრო დოკუმენტთან ერთად შეძენილია საბავშვო ელექტრონულ სამგზავრო დოკუმენტიც, აუცილებლად უნდა მიეთითოს ბავშვის შესაბამისი მონაცემები. კერძოდ, სახელი, გვარი, დაბადების მოწმობის ან იგივე იურიდიული ძალის მქონე საბუთის სერია და ნომერი. თუ თქვენთან ერთად მგზავრობს, პირი ან პირები რომლებიც სარგებლობენ სტუდენტებისათის რკინიგზის ტრანსპორტით მგზავრობის შეღავათიანი ტარიფით, აუცილებლად უნდა მიეთითოს მათი მონაცემები. კერძოდ, სახელი, გვარი, პირადი ნომერი. სისტება ავტომატურად გადაამოწმებს მონაცემებს და მოგცემთ საშუალებას ისარგებლოთ შესაბამისი შეღავათით.
მგზავრთა ინფორმაციის შევსებისას შესაძლებელია კონკრეტულ მგზავრზე დამატებითი მომსახურების მოხსნა ან დამატება. ინფორმაციის შეტანის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს "დამახსოვრება" რის შემდეგაც გამოჩნდება სრული ღირებულებაა. თუ თქვენ ეთანხმებით თქვენს მიერ შევსებულ ინფორმაციას - განახორციელეთ თანხის ტრანზაქცია თქვენთვის სასურველი სისტემის მითითებით, რის შემდეგაც გადადიხართ არჩეული ბანკის გვერდზე, სადაც დასაფიქსირებელია ბარათის მონაცემები, ხოლო თუ არა - ღილაკს "შესწორება".
მონაცემების დაფიქსირების შემდეგ დააჭირეთ ღილაკს „PAY“ და გადახვალთ შემდეგ გვერდზე , იხილავთ ტრანზაქციის შესაბამის სტატუსს
ტრანზაქციის წარმატებით დასრულების შემთხვევაში აჭერთ ღილაკ „Return to the home page“, სადაც გეცნობებათ გადახდის ოპერაციის დასრულების შესახებ
შეძენილ ბილეთს მიენიჭება შესყიდვის კოდი, ინფორმაცია შეძენილი ადგილების შესახებ გამოიგზავნება ელექტრონულ ფოსტაზე . ღილაკი "ბეჭდვა"-ზე დაჭერით შესაძლებელია ინფორმაციის ამობეჭდვა.
შეძენილი ბილეთების ნახვა შესაძლებელია ბმულზე "შეძენილი ბილეთები" დაჭერით ან მენიუდან "შეძენილი ბილეთები" არჩევით.
ბილეთის დაბრუნება
ბილეთის დაბრუნებისათვის ღილაკით + ჩამოშალეთ შეძენილი ბილეთების ისტორია და შემდეგ ღილაკზე
დაჭერით დაადასტურეთ ბილეთის დაბრუნება, მოქმედი წესების მიხედვით ბარათზე დაგიბრუნდებათ შესაბამისი თანხა, რაც აისახება შეძენილი ბილეთების ისტორიის თანხის ველში.
ელექტრონული ბილეთი შეგიძლიათ დააბრუნოთ მატარებლის საწყისი სადგურიდან გასვლამდე 1 საათით ადრე.
ბილეთის დაბრუნების წესები
თუ მატარებლის გასვლამდე დარჩენილია:
არანაკლებ 15 საათისა – მგზავრს ექვითება მგზავრობის ღირებულების 0%
15 სთ-ზე ნაკლები დრო – 15%
4 სთ-ზე ნაკლები დრო – 30%
ელექტრონული ბილეთი შეგიძლიათ დააბრუნოთ მატარებლის საწყისი სადგურიდან გასვლამდე 1 საათით ადრე. მგზავრს უბრუნდება სამგზავრო დოკუმენტის (ბილეთის) თანხა საკომისიო ღირებულების გარეშე.